პალმ სპინგსის საერთაშორისო ფესტივალი კინოინდუსტრიისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშველოვანი ღონისძიებაა, რომლის ოფიციალურ სელექციაში დათა პაპას ისტორიაც მოხვდა.
დათი ჯაფარიძის კინოსურათი “Სახლი არ დატოვო”, რომელიც ფონდი კეტარის მხარდაჭერით არის გადაღებული, ნაჩვენები იქნება პროგრამაში სახელად “Home is Where the Heart Is”, ფილმი ნომინირებულია “Bridging the Borders Award”-ზე.
“სახლი არ დატოვო” ოკუპაციის ჩვენი დროის სიმბოლოს, დათა ვანიშვილის ცხოვრებას აღწერს. ფილმი ერთი უწყვეტი კადრითაა გადაღებული და 15 წუთის განმავლობაში დეტალურად აღწერს, თუ რა გავლენა აქვს ოკუპაციას მშვიდობიან მოქალაქეებზე და როგორ ცვლის ის ამ ადამიანების ცხოვრებას.
“მნიშვნელოვანია, ეს ისტორია ანახო და მოუყვე ისეთ აუდიტორიას, რომელიც რეალურად ძალიან შორსაა ამ პრობლემისგან, რომელიც იმყოფება კალიფორნიაში. Ჩვენთვის, ქართველი მაყურებლისთვის, გასაგები და საკმაოდ მარტივად აღქმადია, რადგან ამ პრობლემას ვეხებით და შედეგებს ვგრძნობთ. ფილმის პრემიერა გაიმართა ევროპის სხვადსხვა კინოფესტივალებზე, თუმცა იქაური მაყურებლისთვის ეს პრობლემა ასე თუ ისე ახლოს იყო.
ამერიკაში კი აქამდე ამ ფილმის პრემიერა არ ყოფილა. ამერიკული აუდიტორია კი სულ სხვა მნიშვნელობისაა, რადგან მსოფლიოს მეორე წერტილში იმყოფება და მათთვის ეს საკითხი უცხოა. Სწორედ ამიტომ ძალიან ველით მათ შეფასებებს.
ამ პროგრამის მიზანი ისაა, რომ ეს ისტორია მოვყვეთ რაც შეიძლება მეტ ადგილას, მეტ პლატფორმაზე, მეტ ხალხს მივაწვდინოთ ინფორმაცია მცოცავი ოკუპაციის შედეგად გამოწვეული პრობლემების შესახებ.” – აცხადებს დათი ჯაფარიძე.