14 მაისს ყოველწლიური ფოტოკვირეული KOLGA TBILISI PHOTO 2024 გაიხსნა, სადაც გარდა ქართველი და საერთაშორისო ფოგოტრაფების ნამუშევრების წარდგენისა, საკონკურსო სექციის გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ.
ფონდი კეტარის, როგორც ფოტოფესტივალის პარტნიორის რჩეული გახდა Zurab Tsertsvadze ფოტოსურათით “თავისუფალი სული”, რომელიც გასულ წელს თბილისში თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს ასახავს საპროტესტო აქციიდან.
დღეს განსაკუთრებით ამაღელვებელია ამ თემაზე საუბარი, ვინაიდან დღევანდელ დღესაც თავისუფლებისთვის ბრძოლაში ვატარებთ. ჩვენ დღესაც თამამად ვამბობთ – #არარუსეთს! საქართველო ყოველთვის იყო ევროპული კულტურის ნაწილი და დღესაც აღვნიშნავთ, რომ ჩვენი ერთადერთი გზა ევროპაშია.
ვიდეოს წარმოგიდგენთ Kettari News.