“რატომ ევროპა?” – ანა გოგუაძის ფოტოგამოფენა ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ფონდი კეტტარის პარტნიორობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით გაიხსნა.
ფოტოგრაფმა ანა გოგუაძემ წარმოგვიდგინა ევროპის ქვეყნებში ეტლით მოგზაურობისას შექმნილი ფოტოების სერია, რომელიც გვიყვება ევროპის სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურობაზე.
თითოეული ფოტო გვაჩვენებს რამდენად ახლობელი, ნაცნობი და უშუალოა ევროპა და ევროპელები, რომლებსაც სამწუხაროდ, ხშირად, ასე გაუცხოებულად წარმოგვიდგენენ. ფოტოსესიას ერთ-ერთი მთავარი და განსაკუთრებული დეტალი გამოარჩევს – ავტორი ყველა ფოტოს ერთი რაკურსიდან, ეტლიდან იღებს, რაც ფოტოებს განსაკუთრებულ დატვირთვას მატებს.
გამოფენა გაიმართა ევროკავშირის მხარდაჭერით, რომლის პარტნიორები არიან: ფონდი კეტტარი და ევროინტეგრაციის მხარდამჭერი საინფორმაციო კამპანია „ახლა“, რომელსაც “კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის” ახორციელებს.
დასწრება თავისუფალია, გალერეა კი ადაპტირებულია ეტლით მოსარგებლეებისთვისაც.